loader

"თუ ჩვენს წყლებში მათი თევზსაჭერი გემები შემოვლენ, სახელმწიფო უსაფრთხოება შესაბამის რეაგირებას მოახდენს" - რატომ ემუქრება დიდი ბრიტანეთი ევროსაბჭოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ ჩვენს წყლებში მათი თევზსაჭერი გემები შემოვლენ, სახელმწიფო უსაფრთხოება შესაბამის რეაგირებას მოახდენს" - რატომ ემუქრება დიდი ბრიტანეთი ევროსაბჭოს

დიდი ბრიტანეთი ევროსაბჭოდან საბოლოოდ გასვლას კვლავ უშედეგოდ ცდილობს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკება რამდენიმე საათი გაგრძელდა, თუმცა მსოფლიო ვაჭრობის საკითხზე საერთო პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა. ბრიუსელის მიერ წამოყენებული პირობები ლონდონში მიუღებლად მიიჩნევა.
წყაროს თანახმად, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს გულახდილი და ასახავდეს დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პოზიციას, რომლის არსი სამ კვირაში სუვერენულ ქვეყნად ქცევაა. ასევე, მხარეებს შორის მოლაპარაკება მომავალ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება. ბრიუსელის პოზიციით, მას არ შეუძლია ერთდროულად შეინარჩუნოს თავისუფალი დაშვება ევროკავშირის შიდა ბაზარზე და ამავე დროს, არ დაემორჩილოს ევროპულ მარეგულირებელ ორგანოებს. ბრიტანეთის სურვილია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, თუ ვინ შეუშვას ტერიტორიაზე და როგორ დაარეგულიროს ეკონომიკური პროცესები. მოლაპარაკების შეფერხების შემთხვევაში კი ქვეყნის ფლოტი მზადაა დაიწყოს უკანონო თევზაობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ბრიტანეთი და ევროკავშირი გადავლენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებით განხორციელებულ ვაჭრობაზე, ანუ ტარიფებითა და კვოტებით.

ავტორი: ნინი გოგიშვილი