loader

როგორ იმუშავებს ვაქცინაციის კომისია საქართველოში და ვინ იქნებიან მისი წევრები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იმუშავებს ვაქცინაციის კომისია საქართველოში და ვინ იქნებიან მისი წევრები?

მას შემდეგ, რაც წამყვან ქვეყნებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს და მისი მოხმარებაც დაიწყეს, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღნიშნული პროცესის ეფექტურად მართვისთვის ვაქცინაციის სპეციალური კომისია შექმნას. მისი მთავარი ამოცანა კი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება იქნება.

აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი იქნება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილე თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ასევე მის შემადგენლობაში შევლენ მინისტრები და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პირები. რაც მთავარია, ეფექტური მუშაობისთვის მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, ევროკავშირი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. 

ავტორი: ნინი გოგიშვილი