loader

აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აზერბაიჯანის ინფორმაციით, ყარაბაღის საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედროს ცხედარი გადაასვენეს

საბრძოლო ზონიდან დღემდე 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადაასვენეს, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ტყვეთა, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების საქმეთა სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ელდარ სამედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი განცხადებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ამოცანა ჰუმანიტარული მიზნით პატიმართა, მძევლებისა და ცხედრების გაცვლაა.

"მხარეებმა, უპირველეს ყოვლისა, დაიწყეს საბრძოლო ზონაში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით სამუშაოები რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხორციელდება. პროცესის დასაწყისიდან დღემდე, საბრძოლო ზონიდან 314 აზერბაიჯანელი და 775 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადაასვენეს. პროცესი გრძელდება", - განაცხადა სამედოვმა.