loader

უმძიმესი კადრები ქობულეთიდან - ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები ქობულეთიდან - ავარიის დროს დაშავებული ორსული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, სოფელ გვარაში მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულთა შორის ერთი ორსულია. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.