loader

შსს იმ მამაკაცის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელიც თელავში, სიძის მკვლელობაშია ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ მამაკაცის დაკავების კადრებს ავრცელებს, რომელიც თელავში, სიძის მკვლელობაშია ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1 პირი - 1996 წელს დაბადებული თ.ბ. დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების გამო მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.