loader

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. რეგიონის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭოს 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიის ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა კი მთავრობას მხარი არ დაუჭირა.

"ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თქვენი მთავრობისთვის, თქვენი შემადგენლობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, ქვეყნისა და ავტონომიური რესპუბლიკის საკეთილდღეოდ", - ასე მიმართა დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძეს.

თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას წარმატებით გაართმევს თავს და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს ახალი მთავრობა გააგრძელებს.