loader

ყარაბაღში 8 გარდაცვლილი სომეხი ჯარისკაცი აღმოაჩინეს, ერევანში დიდი არეულობაა - რა ხდება სომხეთში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყარაბაღში 8 გარდაცვლილი სომეხი ჯარისკაცი აღმოაჩინეს, ერევანში დიდი არეულობაა - რა ხდება სომხეთში?

სომხურ მედიაზე დაყრდნობით, მთიანი ყარაბაღის ჰადრუტისა და ჯაბრაილის რაიონებში კიდევ 8 სომეხი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი აღმოაჩინეს.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფიციალური განცხადებით, 20 დეკემბრის მონაცემებით, საბრძოლო ზონიდან 1 039 სომეხი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის ცხედარი გადაასვენეს. დაპირისპირებისა და სამხედრო ოპერაციების ჩატარების ადგილებში 2020 წლის 13 ნოემბრიდან სამაშველო რაზმები პოტენციურ დაზარალებულებსა თუ გარდაცვლილებს ეძებენ. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა და რამდენიმე რაიონში ჯერ კიდევ გრძელდება.

ავტორი: ნინი გაბისონია