loader

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს დღეს უყრის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს დღეს უყრის

დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მთავარი ფინანსური დოკუმენტი კენჭისყრაზე დღესვე დადგება. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი წარუდგენს.

მთავრობის მიერ გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 1 662.2 მლნ ლარით და 16 758.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება.