loader

"ხელი გაუშვი, რას აკეთებ" - რა ხდება ამ წუთებში თელავში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გაუშვი, რას აკეთებ" - რა ხდება ამ წუთებში თელავში?

თელავში, სამოქალაქო აქტივისტებმა თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელმძღვანელ პირთან შეხვედრას ითხოვდნენ. მათ სამართალდამცველებმა კარავის აღება მოსთხოვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ გზის გადაკეტვასაც, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ინციდენტის დროს ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. მომხდარის დროს პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები დილით აქცია გამართეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს დროულად მოხდეს რეაგირება მათ მისამართით განხორციელებულ პროვოკაციულ ფაქტებზე. კონკრეტულად, სამოქალაქო აქტივების მტკიცებით, გუშინ დილით ორი პირი ავტომანქანით ცდილობდა კარავში შეღწევას, რა დროსაც დაზიანდა კარავი და მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.