loader

ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური კრიზისია და ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასულნი.

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პარტიაში დიდი განახლებისა და გადალაგების დროა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პარტიის თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება.

„ბუნებრივია, კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასულნი. დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურება. რეალურად "პატრიოტთა ალიანსმა" საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახლა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. "ევროპული საქართველო" ისედაც განადგურებულია. ეს ყველაფერი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ.