loader

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის, 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 666 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 331, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 103, გურია - 43, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 151, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 921, აჭარაში - 359, იმერეთში - 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში - 364, აჭარაში - 92, იმერეთში - 213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 18, იმერეთში - 34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211 - თბილისში, 455 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 45, ხოლო იმერეთში - 64.

სულ 6 ოქტომბრიდან 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 235 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 703 პირი, აჭარაში - 1 958, იმერეთში - 2 497”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.