loader

"მიმდინარეობს სრული გადაიარაღება... ბაზარზე გაჩნდა ქართული უპილოტო თვითმფრინავიც" - რა კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ჯარი რეგიონში ყველაზე კონკურენტუნარიანი იყოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიმდინარეობს სრული გადაიარაღება... ბაზარზე გაჩნდა ქართული უპილოტო თვითმფრინავიც" - რა კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს ჯარი რეგიონში ყველაზე კონკურენტუნარიანი იყოს

2020 წელს 30 წლის ე.წ. მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი განახლდა. რეგიონის ისტორიაში პირველად, რუსეთმა მშვიდობიანი მომგვარებლისა და შემრიგებლის ამპლუა მოირგო. რეგიონში არსებული ნებისმიერი კონფლიქტი, რა თქმა უნდა, თავად საქართველოსაც საფრთხის წინაშე აყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნების შეიარაღება საკმაოდ შთამბეჭდავია, მოვიდა დრო, საქართველომაც ისწავლოს საკუთარი პოზიციების, მოქალაქეებისა და ტერიტორიის დაცვა. ეს საკითხი სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა და მისმა დროებითმა გადაწყვეტამ წამოსწია წინ. შედეგად, გადაიხედა საქართველოს შეიარაღება, საბრძოლო ძალები და ამ მხრივ რეფორმები დაიგეგმა.

ავტორი: ნინი გაბისონია