loader

ცნობილია პიროვნება, ვისაც პოლიცია ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული კაცის მკვლელობის საქმეზე ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია პიროვნება, ვისაც პოლიცია ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული კაცის მკვლელობის საქმეზე ეძებს

ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს - ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ მოკლულის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა.

როგორც წულეისკირი განმარტავს, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. ადვოკატის თქმითვე, ჯანჯღავას ბრალი გასულ თვეში სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 108-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.