loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 149 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 149 ტესტი ჩატარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.