loader

ბათუმში, ორსართულიან სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, ორსართულიან სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორსართულიან სახლში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულია ცოლ-ქმარი და თურქეთის მოქალაქე 54 წლის მამაკაცი, კიდევ ერთმა მეხანძრემ კი დაზიანება ხანძრის ჩაქრობის დროს მიიღო, იგი შენობის მეორე სართულიდან ჩამოვარდა. თურქეთის მოქალაქე ბათუმის სამედიცინო ცენტრში არის მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, იგი რეფერალურ ჰოსპიტალში არის მოთავსებული. როგორც კლინიკაში განაცხადეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ძირათადად დამწვრობა აქვს მიღებული, ქმარმა კი კლინიკა უკვე დატოვა.

მაშველი-მეხანძრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკა "მედინადან" უკვე გაწერეს. ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე, სოფელ ახალსოფლში, გვიან ღამით ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე პირიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.