loader

ლევან რატიანის ემოციური განცხადება - "ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან რატიანის ემოციური განცხადება - "ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია"

"ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას კრიტიკასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება დაგვიანებით ხდება.

როგორც რატიანი აცხადებს, საქართველო სხვა ქვეყნებს არ ჩამორჩება და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ინფიცირებულთა ლეტალობის შემთხვევები ნაკლები ყოფილიყო.