loader

რა დგინდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც პროკურატურამ ახლახან მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დგინდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც პროკურატურამ ახლახან მიიღო

პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვითაც, გამოირიცხა, რომ გიორგი შაქარაშვილმა სხეულზე არსებული დაზიანებები წყალში ჩავარდნის შემდეგ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, კომისიური სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ასევე უტყუარად დგინდება, რომ მკვლელობის მომენტიდან გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.