loader

"ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის გასვლას" - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ექსპერტები აფასებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე გამარჯვებულის გასვლას" - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ექსპერტები აფასებენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ექსპერტები აფასებენ.

როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, წერილი, რომელიც ივანიშვილმა გამოაქვეყნა, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილად სარწმუნო იყოს. მისი თქმით, წასვლას საქმით დადასტურება სჭირდება., ხუხაშვილის თქმით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის პოლიტიკიდან ივანიშვილის რეალური წასვლა და არა წასვლის მორიგი იმიტაცია.

ექსპერტ ლევან ბოძაშვილს კი მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გაუმართლებელია იმ ფონზე, როდესაც პარტია "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს გამოკვეთილი და რეალური პოლიტიკური მოღვაწეები, გარდა თავად ბიძინა ივანიშვილისა.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ აღნიშნული პროცესი გამოიწვევს ძვრებს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა მანამდე საჭიროა განმარტებები და მეტი ინფორმაცია მმართველი პარტიის მხრიდან.