loader

"გამოძიებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აინტერესებდა..." - სამედიცინო ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ბოლო დასკვნის შესახებ დეტალურად საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოძიებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აინტერესებდა..." - სამედიცინო ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ბოლო დასკვნის შესახებ დეტალურად საუბრობს

სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მესამე კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მას დაზიანებები მკვირვი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიყენებული, რომელიც შესაძლოა, ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგადაც განვითარებულიყო.

როგორც მან "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ექსპერტიზის შედეგად ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზულობა არის 3-4 დღის დიაპაზონში და დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია.