loader

"პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება" - კახა კალაძის გარდა, ვინ განიხილებოდა, დავით ჭიჭინაძის თქმით, პრემიერობის კანდიდატად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება" - კახა კალაძის გარდა, ვინ განიხილებოდა, დავით ჭიჭინაძის თქმით, პრემიერობის კანდიდატად?

"მარტო კალაძის არა, პრემიერად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა", - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნის" ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება.

"კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ჰყოფნის, მარტო პიარით კი ქვეყანას ვერ მართავ. თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია.
გახარიას არც გუნდი ჰყავს და ახლა უკვე აღარც ბიძინა და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, თუ სითამამე ეყოფა და 5-6 მინისტრის გამოცვლას მოახერხებს, მისი ჩაჩოჩება უკვე ძნელი იქნება.

კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც. აი, ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა. მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან "საინტერესო" პერიოდში შევდივართ... გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება. ხოლო რადგან კალაძე-კობახიძის პირველი ამოცანა სწორედ გახარიას გაშვებაა, ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს“, - წერს ჭიჭინაძე.