loader

"ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი..." - რას წერს მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხაზარაძე სიტყვის ფასის მნიშვნელობასა და ღალატის დაუშვებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ პოლიტიკა ბინძური იქნება, ვიდრე პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვისა და ღალატის ველი არ გაიწმინდება.

„ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. „ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო“, - ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ - იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას.

პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ „ლელო“ ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში“, - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე გუშინ ალეკო ელისაშვილს „რუსთავი 2“-ის ეთერში სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას მატყუარა და ავანტიურისტი უწოდა. ხაზარაძემ ელისაშვილს მოუწოდა, ოპოზიციის გვერდით არ გაიაროს და განაცხადა, რომ მისნაირ ადამიანს ხელს არ ჩამოართმევს.