loader

"ცხოვრებისეული ვალდებულება შევასრულე, ის მკვდარია" - რამზან კადიროვმა მისთვის ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია გამოაცხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცხოვრებისეული ვალდებულება შევასრულე, ის მკვდარია" - რამზან კადიროვმა მისთვის ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია გამოაცხადა

რამზან კადიროვმა ასლან ბიუტუკაევის ლიკვიდაცია გამოაცხადა. მის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ კატირ-იურტში ექსტრემისტების ექვსკაციანი ჯგუფი გაანადგურეს, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი ბოლო ტერორისტულ-ექსტრემისტული ჯგუფი იყო. ასევე ირკვევა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სპეცოპერაციის შესახებ თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია და მის დაგეგმვაშიც იღებდა მონაწილეობას. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პუტინმა კადიროვს დაურეკა, ბიუტუკაევის ჯგუფის ლიკვიდაცია მიულოცა და ოპერაციის ყველა მონაწილეს სახელმწიფო ჯილდოებს დაჰპირდა.

ავტორი: ნინი გაბისონია