loader

დაკავების კადრები - პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავების კადრები - პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით, მისი თანასოფლელი დააკავეს. პოლიცია ბრალდებულს 17 იანვრიდან ეძებდა.

"განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ახმეტის მუნიციპალიტეტში 1 პირი - 1975 წელს დაბადებული ხ.გ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ურთიერთშელაპარაკების გამო თავის თანასოფლელს - 1979 წელს დაბადებულ ი.ქ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, რამდენიმედღიანი ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პანკისის ხეობაში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.