loader

"ციხის გისოსებზე თავის ჩამოხრჩობას არ ვაპირებ და იცოდეთ!" - რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერი აქციები იმართება; არის საშიშროება, რომ პოლიტიკოსი ციხეში დააზიანონ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ციხის გისოსებზე თავის ჩამოხრჩობას არ ვაპირებ და იცოდეთ!" - რუსეთში ნავალნის მხარდასაჭერი აქციები იმართება; არის საშიშროება, რომ პოლიტიკოსი ციხეში დააზიანონ

ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად და პუტინის რეჟიმის გასაპროტესტებლად 23 იანვარს რუსეთის
ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის, 40 000-ზე მეტი ადამაინი გამოვიდა. საპროტესტო აქციები
რუსეთის 100-მდე ქალაქში ჩატარდა. ორგანიზატორები ნავალნის გათავისუფლების მომთხოვნი
სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ასაკოვანი ადამიანები იყვნენ, თუმცა პროტესტის ტალღა
თავად ნავალნის მოწოდებიდან დაიწყო, როდესაც მან "ტიკ-ტოკზე" მასშტაბური აქცია დააანონსა
და ადამიანებს ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა. რუსეთის განათლების სამინისტრომ კი
მშობლებს მოუწოდა, შვილები არალეგალურ, საპროტესტო აქციაზე არ გაეშვათ. პოლიცია კი ხალხს
აფრთხილებდა, რომ ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებას მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება
მოჰყვებოდა.

ავტორი: ნინი გაბისონია