loader

როდის გაიხსნება სკოლები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში? - გიორგი გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში დაჩქარდება შეზღუდვების მოხსნის გეგმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის გაიხსნება სკოლები თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში? - გიორგი გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში დაჩქარდება შეზღუდვების მოხსნის გეგმა

"ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა, განათლების და პირველ რიგში, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით, ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.