loader

“ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ, ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის“ – დავით ზალკალიანს COVID19 დაუდასტურდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ, ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის“ – დავით ზალკალიანს COVID19 დაუდასტურდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს, მკურნალობას სახლში აგრძელებს.
“მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.“ -წერს ზალკალიანი.