loader

შესაძლოა თუ არა, რომ ბაზრობები 15 თებერვალზე ადრე გაიხსნას? - მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შესაძლოა თუ არა, რომ ბაზრობები 15 თებერვალზე ადრე გაიხსნას? - მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები ბაზრობების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. როგორც ცნობილია, ბაზრობები, შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის შესაბამისად, მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს, რომლებიც ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

"მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ თუ მსგავსი ტენდენცია უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, მომდევნო ნაბიჯები შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის მიმართულებით დაგეგმილზე ადრე გადაიდგმება. მათ შორის, საუბარია როგორც სასწავლო პროცესის კლასებში აღდგენაზე, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის ეტაპობრივად ამოქმედებაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ცვლილება არ ეხება ბაზრობების გახსნის თარიღს, თუმცა ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემდეგ გამორიცხული არ არის, მთავრობამ აღნიშნული თარიღის უფრო ადრე გადმოწევის საკითხზეც იმსჯელოს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.