loader

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ

პარტია "მოქალაქეების" წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, პარლამენტში მუშაობას დღეიდან დაიწყებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ელისაშვილი და იოსელიანი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 4 დღის წინ მიიღო. შეთანხმების დღესვე „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის მემორანდუმიც გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ ხელმომწერი პარტიები თანხმდებიან ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.