loader

"გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შემოსვლა სურს" - ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გვაქვს ინფორმაცია, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შემოსვლა სურს" - ირაკლი კობახიძე

"გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ დღემდე ამ ნაბიჯის გადადგმას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ დეპუტატებს მმართველი გუნდი საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს და მათ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს.

დღეს, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს ვადამდე ადრე არ შეუწყვეტენ.