loader

შსს იმ პირების დაკავების კადრებს ავრცელებს, რომლებმაც დღეს ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტი "სპარი" დააყაჩაღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს იმ პირების დაკავების კადრებს ავრცელებს, რომლებმაც დღეს ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტი "სპარი" დააყაჩაღეს

საპატრულო პოლიციამ, ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ჯგუფური ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ხ. და 2003 წელს დაბადებული გ.ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გლუვლულიანი სანადირო თოფითა და ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარის" მოლარეებს თანხა მოსთხოვეს, ხოლო ბრალდებულმა გ.ხ.-მ მაღაზიაში შესვლისთანავე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. გ.ხ.-მ და გ.ბ.-მ მაღაზიის მოლარეს 300 ლარამდე თანხა წაართვეს, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადნენ, რა დროსაც მაღაზიის შესასვლელთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის ჩადენის იარაღები - გლუვლულიანი სანადირო თოფი და დანა ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.