loader

ფოთში 43 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს - ფოტოკადრი შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთში 43 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს - ფოტოკადრი შემთხვევის ადგილიდან

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მამაკაცს ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ოთხი გასროლა მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარ ავტომანქანაში შვილს ელოდებოდა, რა დროსაც ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე საპატრულო პოლიციამ ცხელ კვალზე, რამდენიმე წუთში დააკავა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.