loader

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინა, ის მუშაობს." - ისრაელმა ვაქცინაციით სოაცარ წარმატებას მიაღწია (შედეგები გაგაოცებთ) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადით და ჩაიტარეთ ვაქცინა, ის მუშაობს." - ისრაელმა ვაქცინაციით სოაცარ წარმატებას მიაღწია (შედეგები გაგაოცებთ)

ისრაელის ოფიციალურ მონაცემებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებს თუ დავუჯერებთ ვაქცინაციამ ქვეყანაში შედეგი გამოიღო. კერძოდ, 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდინფიცირებულთა შემთხვევათა რაოდენობა განახევრდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით თანახმად, გასულ 16 დღეში, მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზებულთა რიცხი 26%-ით შემცირდა და ახალ შემთხვევათა დაახლოებით 45%-იანი კლება ფიქსირდება. თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრის ხშირად იმეორებს წინადადებას - წადით და ჩაიტარეთ ვაქცინაცია. ის მუშაობს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა თითქმის 5 000 შემთხვევიდან 95% 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდის. შესაბამისად აღნიშნულ რისკ ჯგუფთა დაცვა ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც მხოლოდ აცრითაა შესაძლებელი.

ავტორი: ნინი გოგიშვილი