loader

"დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ 400 შემთხვევა, რაც გვაქვს, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია" - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ 400 შემთხვევა, რაც გვაქვს, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია" - ამირან გამყრელიძე

ჩვენ საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდ - აფეთქებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. „კომენდანტის საათის“ გაუქმების საკითხი არ განიხილება.