loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 331 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 331 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 9 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 631 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 829 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს".