loader

"ხელი გაუშვით, გამოდით" - რას ამბობს ქალი, რომლის ძმა ფონიჭალაში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გაუშვით, გამოდით" - რას ამბობს ქალი, რომლის ძმა ფონიჭალაში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და პერიმეტრზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი.

ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მის ძმას დაკავებისას ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს. „,რატომ დააკავეს არ ვიცი, დაიჭირეს და ჯიბეში ნარკოტიკი ჩაუდეს, არაფერი არ ჰქონია. მე დავინახე, რომ ჩაუდეს, უბრალოდ გადაღებული არ მქონდა. ფული, რომელიც ამოიღეს, დედაჩემის ოპერაციის ფულია, 4000 ლარი გვჭირდებოდა ხვალისთვის“, - აღნიშნა ადგილობრივმა.