loader

გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძესთან ერთად "ევროპულ საქართველოს" პარტიის კიდევ ერთი წევრი ტოვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძესთან ერთად "ევროპულ საქართველოს" პარტიის კიდევ ერთი წევრი ტოვებს

"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, დროა, მან გზა დაუთმოს მომავალ თაობას.

"აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას. გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგორვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო. წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.