loader

საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც გერმანიაში ლეგალურად დასაქმება სურს, რეგისტრაცია დღეიდან იწყება - სად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც გერმანიაში ლეგალურად დასაქმება სურს, რეგისტრაცია დღეიდან იწყება - სად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია დღეიდან იწყება. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან დაიწყება.

რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

• უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

• ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე;

• გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

• ფიზიკური ჯანმრთელობა;

• მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

• ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

• გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.