loader

რატომ იცვლიან სარწმუნოებას ირანელები სიკვდილის რისკის ფასად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ იცვლიან სარწმუნოებას ირანელები სიკვდილის რისკის ფასად?

ირანის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეინიშნება მზარდი ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს ისლამზე. ზოგი სხვა სარწმუნოებაზე გადადის, ზოგიც რწმენას ინარჩუნებს, თუმცა რელიგიურ რიტუალებზე აცხადებს უარს. საგულისხმოა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ.

ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2009 წელს 28 წლის მარიამ როსტამპური და 31 წლის მარზია ამირიზადე ქრისტიანობის ქადაგებისთვის დააკავეს.

მათ, ირანის კანონმდებლობის მიხედვით, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, რადგან ისლამის უარყოფა და ნებისმიერ სხვა სარწმუნოებაზე გადასვლა კონსტიტუციურად უმაღლეს სასჯელს ითვალისწინებს. დაკითხვების, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარების შემდეგ მათი მხარდამჭერი მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კამპანიის წყალობით ისინი გაათავისუფლეს.

იხილეთ წყარო

ავტორი: ნინი გაბისონია