loader

ვინ ზარალდება სანქციების დროს: ევროკავშირი თუ რუსეთი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ზარალდება სანქციების დროს: ევროკავშირი თუ რუსეთი?

რუსეთის გამო ევროპის ეკონომიკური ზარალი ათობით მილიარდ ევროს ითვლის. ამ ფონზე კი ბრიუსელი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების გამო წლების განმავლობაში რუსეთზე მეტად ევროკავშირმა უფრო მეტი დაკარგა.

 

პირველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს, უკრაინაში არსებული კონფლიქტის გამო დაწესდა, რომელიც ერთ წელში უფრო მეტად გაფართოვდა. მოსკოვმა ევროკავშირის ამ ქმედებას იმავენაირად უპასუხა, თუმცა ეკონომიკურ ჭრილში ნათელი გახდა, რომ 2014 წლის მარტიდან 2015 წლის მარტამდე მოსკოვმა - 55 მლრდ დოლარი, ევროკავშირმა კი 110 იზარალა. ამ ფონზე გერმანია ორმხრივი შეზღუდვების გამო თვეში 700 მლნ დოლარს კარგავდა.


ავტორი: ნინი გოგიშვილი