loader

"ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ" - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა - ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუილად ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებზე ვინმე თვალს დახუჭავს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს არა მხოლოდ სანქციები არ ასცდება, არამედ თვითონ გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.