loader

შსს-ს განმარტებით, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ახლოს მდებარე ბაზაზე სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს განმარტებით, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ახლოს მდებარე ბაზაზე სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზა მდებარეობს, სამართალდამცავების მობილიზებაა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება“, - განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი დგას, რომელთა ნაწილშიც სამართალდამცავები სხედან.