loader

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა

ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და აღნიშნა, რომ უმრავლესობის გუნდი ძალიან მალე აღადგენს წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება.