loader

"ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობა" მზადყოფნას გამოთქვამს, "კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ" გამართონ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით. ამის შესახებ ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", "არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს და ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა.