loader

ძიუდოისტები ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულები გახდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძიუდოისტები ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულები გახდნენ

ძიუდოისტები ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულები გახდნენ.

ფინალში ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ესპანეთის ნაკრების წევრი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა, ხოლო ზაალიშვილმა (+100) რუს ტამერლან ბაშაევს სძლია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისრაელში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონი თემურ ნოზაძე (-60) გახდა. ბრინჯაოს მედლებს ეთერ ლიპარტელიანი (-57), ნუგზარ ტატალაშვილი (-73), ბექა ღვინიაშვილი (-90), ილია სულამანიძე (-100) და გურამ თუშიშვილი (+100) დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, ვინც გრანდ სლემზე მედალს დაეუფლა.