loader

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

რაგბის კავშირში პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონლობა გახდა. როგორც რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, ყველაფერი კარგად იქნება და არჩევნები ხელახლა ჩატარდება.

ავჭალის სტადიონთან იმყოფებოდნენ ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი უკვე არჩეულია და დღევანდელი ყრილობა არალეგიტიმური იყო. შეგახსენებთ, რომ ამჯერად საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ იოსებ ტყემალაძე იყო დარეგისტრირებული. როგორც ცნობილია, გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. აქედან გამომდინარე, აბუსერიძე დღეს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.