loader

"დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!" - ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერიას მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!" - ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერიას მიმართა

"დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე, წელი გეტკინებოდათ?.. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!" - ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერიას მიმართა. გთავაზობთ "მოქალაქეების" ლიდერის სტატუსს უცვლელად:

"დღეს თბილისის მერიას შუადღიდან რომ დაგეყარათ ტექნიკური მარილი თბილისის ქუჩებზე წელი გეტკინებოდათ? კორონას დროს ქუჩებს მრისხანედ რომ რეცხავდით მედიის დასანახად და სიაბანდი პიარისთვის გვახსოვს, მაგრამ ეხლა ათობით მანქანა ილეწება და იმტვრევა დათოვლილ და მოყინულ ქუჩებზე. ზამთრის საბურავების ფული მარტო თქვენ გაქვთ, მანდ ქართულ ოცნებაში მოკალათებულებს და ჩვეულებრივ ხალხს ისევ უზარმაზარი ხარჯები და პრობლემები გვიჩნდება თქვენი უნიათობის გამო. დაყარეთ ეს ოხერი ტექნიკური მარილი დროულად!"