loader

"შენ რომ ეტყვი, აჩიკო, შენ ხარ გავრილოვი, აქ არ უნდა იყოო..." - იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მისულ არჩილ თალაკვაძეს აქტივისტებმა "აჩიკო გავრილოვი" უწოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ რომ ეტყვი, აჩიკო, შენ ხარ გავრილოვი, აქ არ უნდა იყოო..." - იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მისულ არჩილ თალაკვაძეს აქტივისტებმა "აჩიკო გავრილოვი" უწოდეს

კოჯორში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მისულ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ონიანმა და აქტივისტებმა „აჩიკო გავრილოვი“ და „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც სამართალდამცველებსა და მას შორის ხმაური მოჰყვა.

როგორც გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტუაციის განსამუხტავად, სამართალდამცველებმა არჩილ თალაკვაძე ტერიტორიას განარიდეს. მისი თქმით, არჩილ თალაკვაძეს არ აწუხებს საქართველოს ბედი, რის გამოც მან დღევანდელი დღე რუს პოლიტიკოს სერგეი გავრილოვთან ერთად უნდა იზეიმოს.