loader

იუნკერებმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუნკერებმა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები კოჯორში იმ ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და სპეციალურ საინფორმაციო მაკეტთან 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიკოსის ლექცია მოისმინეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, იუნკერებმა 100 წლის წინ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.