loader

უმძიმესი ამბავი - აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი - აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა

გარდაბანში აფეთქების შედეგად დაშავებული 15 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. აფეთქების შედეგად დაშავებული მეორე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.

შეგახსენებთ, გარდაბანში აფეთქება მოხდა. გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 11 და 15 წლის ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.