loader

უმძიმესი ფაქტი თბილისში - კაცი ცოლს 4-5 საათი სცემდა, იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა, შემდეგ კი ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ფაქტი თბილისში - კაცი ცოლს 4-5 საათი სცემდა, იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა, შემდეგ კი ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა

საქართველოს პროკურატურამ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 თებერვალს, ქ. თბილისში, გ.ხ.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან ჩათვალა, რომ მის მეუღლეს - ს.მ.-ს, არ ჰქონდა მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება, აწამა იგი. „გ.ხ. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე დააგდო და ხელებით და ფეხებით ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ კი, ძალის გამოყენებით, სააბაზანოში შეიყვანა და ცივი შხაპის ქვეშ ამყოფებდა. გ.ხ.-ს ქმედებები მიზნად ისახავდა ს.მ.-ს იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს გ.ხ. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ს.მ.-ს, მეუღლის მშობლებს - გ.მ.-ს, ლ.ს.-ს და ძმას - გ.მ.-ს, ხოლო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამასა და ძმაზე. გ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1441-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ხ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ რეაგირებას ახორციელებს. გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 2020 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 208 პირის მიმართ.